უცნობმა პირებმა თბილისში iTechnics-ის მაღაზია გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღაზიიდან მოპარული ნივთების ნაწილი ქურდებმა გზაში გადაყარეს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. უცნობმა პირებმა პეკინის გამზირზე iTechnics-ის მაღაზიიდან ტელეფონები, აიპადები, მაკბუკები და აქსესუარები მოიპარეს, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
ქურდობა ვარკეთილში: ტექნიკის მაღაზია „სმაილიდან" ჰავერბორდები 21 წამში გაიტანეს

ქურდობა გამთენიისას მოხდა.

როგორც მაღაზიის თანამშრომლებმა განაცხადეს, ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ ქურდები ოთხნი იყვნენ. მათ ვიტრაჟის მინა ქვით ჩაამტვრიეს და ისე შევიდნენ მაღაზიაში.

მოპარული ნივთების ნაწილი პოლიციამ გზაზე გადაყრილი იპოვა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც აღმოჩნდა, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაღაზიის გაქურდვის მეორე შემთხვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0