სომხეთის მოქალაქე რუსეთში საქართველოს გავლით რადიაქტიური მასალების გატანას ცდილობდა

© photo: State Security Service Of Georgia / FB რადიოაქტიური მასალების შემოწმება
 რადიოაქტიური მასალების შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) თანამშრომლებმა სასაზღვრო–საკონტროლო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ ტერიტორიაზე რადიაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება "თორიუმის" გადატანის მცდელობას.

"ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 73,63 კგ და ისინი რადიაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232"-ს შეიცავს, რომელიც ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს საათში. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მიკროზივერტს საათში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სომხეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება რადიაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით), რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო იძიებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0