რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს შხამიანმა გველმა უკბინა

© photo: Sputnik / Ustinov / გადასვლა მედიაბანკშიგიურზა
გიურზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდამ კლინიკაში ქვეწარმავალიც წაიყვანა, რათა მისი სახეობა დაედგინათ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს შხამიანმა გველმა უკბინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო Rustavi Info-ზე დაყრდნობით.

გველი - Sputnik საქართველო
ბინადრობენ თუ არა თბილისში შხამიანი გველები

დაშავებულის თქმით, გველმა მას საკუთარი სახლის ეზოში უკბინა. მას ხელზე ორი ნაკბენი აქვს.

მამაკაცმა თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და კლინიკაში ქვეწარმავალიც წაიყვანა, რათა მისი სახეობა დაედგინათ. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტები, რომლებმაც დაადგინეს, რომ მამაკაცს გიურზამ უკბინა.

ექიმების განცხადებით, დაშავებულს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და ამჟამად ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენისას მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

© photo: Sputnik / А. Варфоломеев / გადასვლა მედიაბანკშიშხამიანი გველი გიურზა
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს შხამიანმა გველმა უკბინა - Sputnik საქართველო
შხამიანი გველი გიურზა

გიურზა გველგესლასებრთა ოჯახის შხამიანი გველია. მისი სიგრძე, შესაძლოა, ორ მეტრსაც აღწევდეს, ხოლო წონა სამ კილოგრამს.

ყველა ახალი ამბავი
0