ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე: არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ლანჩხუთში: როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0