მესაზღვრეებმა თურქეთის მოქალაქეს ნარკოტიკი აღმოუჩინეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკების პარტიის განადგურება
ნარკოტიკების პარტიის განადგურება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი აბები და ოპიუმი კანონდამრღვევებს ორ სასაზღვრო პუნქტზე აღმოუჩინეს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართველმა მესაზღვრეებმა ნარკოტიკული ნივთიერებები საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს აღმოუჩინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
„იაფი ნარკოტიკი - გამოწვევაა საქართველოსთვის“ - ექსპერტმა ნარკომანიის პრობლემებზე ისაუბრა

მესაზღვრეებმა საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების ხელბარგი შეამოწმეს და აღმოაჩინეს ნარკოტიკების შემცველი 26 აბი და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი 60 აბი, ასევე 9,83 გრამი ოპიუმი.

უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკები აღმოაჩინეს თურქეთთან საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ვალეში" და დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0