ვინ არის 17 წლის ქართველი მორაგბე, რომელიც ავარიას ემსხვერპლა – ფოტოები

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – 17 წლის მორაგბე ტრაგიკულად გარდაიცვალა.

ქართული კლუბი ზესტაფონის „არწივების“ 17 წლის მორაგბე რეზი თაბაგარი ავტოავარიას ემსხვერპლა. ინფორმაციას კლუბი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მორაგბის ოჯახს საქართველოს რაგბის კავშირმაც მიუსამძიმრა.

„მეგობრებო! დღეს ჩვენი რაგბის დიდი ოჯახის წევრი დავკარგეთ. რეზიკო თაბაგარი, რომელიც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ნათელში ამყოფოს შენი სული „ბაკო“ სუყველას ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები“, – წერს კლუბი.

ყველა ახალი ამბავი
0