კონტრაბანდული სიგარეტი საქართველოში: დაკავებულია ექვსი პირი

გამოწერა
ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა–გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს და ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფული და სიგარეტი - Sputnik საქართველო
7120 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – უკანონო გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა

გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

არსებული ინფორმაციით, ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 ათას ლარს აღემატება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0