20:45 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
ძლიერი წვიმა პროტესტის წინ

თბილისს უამინდობამ შეუტია: დაღუპული და დაშავებული ტურისტები, წაქცეული ხეები

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (214)
324 0 0

ძლიერმა წვიმამ პრობლემები თბილისის რამდენიმე რაიონს შეუქმნა

თბილისი,  24 ივნისი  — Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაწყების წინ თბილისს გადაუარა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, რომლის შემდეგ თბილისელებმა ულამაზესი ცისარტყელა იხილეს.

რიყის მოედანზე ძლიერი ქარისა და კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი კორეის მოქალაქე.

© Sputnik / STRINGER
დამტვრეული ტოტები და დატბორილი ქუჩები - ქარიშხლის შედეგების ამსახველი ვიდეო

ძლიერმა წვიმამ პრობლემები თბილისის რამდენიმე რაიონს შეუქმნა. პირველი არხის ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა ორთაჭალაში და რუსთაველის გამზირზე, სადაც მეხუთე დღეა ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს.

© Sputnik / STRINGER
ძლიერი წვიმა და წაქცეული ხეები: საპროტესტო აქციების წინ თბილისს სტიქიამ გადაუარა

მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე მანქანებს ხეები დაეცა. შედეგად არავინ დაშავდა, თუმცა მანქანები დაზიანდა.

Радуга над Тбилиси после дождя
© Sputnik / Alexander Imedashvili
ცისარტყელა თბილისის თავზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოსული შეტყობინებები წაქცეულ ხეებს, ახდილ სახურავებს და დატბორილ ქუჩებსა და ეზოებს უკავშირდება.

თემები:
უამინდობა საქართველოში (214)

მთავარი თემები