გარდაბანში 80 წლამდე მამაკაცმა  სიძე მოკლა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1943 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პატრული - Sputnik საქართველო
აგარაში მამაკაცმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი სიძე დანით დაჭრა.

დაჭრილი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გარდაბნის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანა. სამწუხაროდ, 39 წლის მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0