ჩხუბი მეტროში - დაკავებულია ერთ-ერთი მონაწილე

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ვაშლიჯვრის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მეტროში ჩხუბში მონაწილე დააკავა

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა 33 წლის ნიკოლოზ ჩალიგავა, რომელსაც თბილისის მეტროს სადგურ „რუსთაველში" ჩხუბში მონაწილეობა ედება ბრალად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი მეტროში გუშინ მოხდა. მომხდარის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მუსიკოსები, აგრესიის ობიექტი გარეგნობის გამო გახდა. კადრების მიხედვით, ერთ-ერთი დრედებს ატარებდა.

ჩხუბი მეტროში - რატომ არ მოეწონათ საყურიანი ბიჭები ზოგიერთებს: ვიდეოკადრები>>

მეორე ვერსიით, კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ ახალგაზრდებმა ერთ-ერთი ვაგონის კარები დააკავეს. ამან მგზავრების გაღიზიანება გამოიწვია. შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ინციდენტის შემდეგ შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, უკვე დაიკითხნენ თვითმხილველები, მათ შორის, „პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა და მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით შეძლებისდაგვარად მიმდინარე მოვლენები გადაიღო.

რაც შეეხება ჩალიგავას, პოლიციამ ის ვაშლიჯვრის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით – რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობისა და ხულიგონობის მუხლებით. დანაშაული ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0