10:25 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
დაკავება

13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე რუსთავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (636)
91 0 0

რუსთავის მერვე მიკრორაიონში მიმდინარე წლის 10 თებერვალს 29 წლის ვალერი ირემაძემ საკუთარ ძმისშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე რუსთავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს ვალერი ირემაძემ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ირემაძემ სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

„საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა – ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვის“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა მიმდინარე წლის 10 თებერვალს მოხდა. რუსთავის მერვე მიკრორაიონში 29 წლის ვალერი ირემაძემ საკუთარ 13 წლის ძმისშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯერ მამა სცემა და სახლიდან გააგდო, შემდეგ კარი ჩაკეტა და ძმისშვილი მოკლა. მომხდარის შემდეგ მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს >>

აღსანიშნავია, რომ რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი გულგრილობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

დაკავებული ექიმის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (636)

მთავარი თემები