საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე შესვლაში ეხმარებოდნენ

© photo: Sputnik / Stringerისრაელისა და საქართველოს დროშები
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ისრაელში უკანონოდ სურდათ შესვლა, აეროპორტის მომსახურე კომპანიის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ისრაელის პოლიციამ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც ქვეყანაში ბენ-გურიონის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ორგანიზებაში არიან ბრალდებული, იუწყება პირველი არხი ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

დანაშაულებრივი ქსელის წევრთა შორის არიან იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელიც აეროპორტს ემსახურება. მასმედიის ინფორმაციით, ისინი უცხოელებს ორგანიზებულად და სისტემატურად ეხმარებოდნენ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლაში და მათ ისრაელში სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე უშვებდნენ.

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რატომ ხდება ისრაელიდან ქართველების დეპორტაცია - საგარეო უწყების განმარტება

დაკავებულები ბრალდებული არიან მოსყიდვაში, თაღლითობაში, ისრაელის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევაში. მათი დაკავება ისრაელის უშიშროების სამსახურისა და ისრაელის პოლიციის ანტიკორუფციული დანაყოფის თანამშრომლობის წყალობით მოხერხდა.

ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 2017 წლის თებერვალში შეიყვანა, რითიც აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნის საფრთხე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური კუთვნილებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო.

შესაბამისად, რეალური მიზეზების გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია - მონაცემები ქვეყნების მიხედვით>>

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისრაელში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ უცხოური პასპორტები, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავების მისამართი, სადაც ისინი აპირებენ ცხოვრებას, დაზღვევა, ცხოვრებისთვის აუცილებელი თანხა და ბილეთი ორივე მიმართულებით.

რა საფრთხე ემუქრება უვიზო რეჟიმს, ანუ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი>>

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა>>

გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0