21:21 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1443)
33602

უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თუშეთის გზაზე კლდიდან ტურისტებით სავსე მანქანა გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი".

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე მოხდა.

ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მიემგზავრებიან. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

დღეს გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. 

არც ფეხით, არც ცხენით: ტურისტებს თუშეთში წასვლას არ ურჩევენ >>>

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან მდინარე სტორი გადმოვიდა და გზის დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დაზიანებულ მაგისტრალზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1443)

მთავარი თემები