ექსპერტიზამ დაადგინა, ვინ არის ლაგოდეხში 16 წლის გოგოს მიერ გაჩენილი ბავშვის მამა

გამოწერა
ცნობილი გახდა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ლაგოდეხში 16 წლის არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ი.ბ. ახალდაბადებული ბავშვის მამაა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი – 16 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1979 წელს დაბადებული ი.ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება 2018 წლის სექტემბერში ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში 16 წლის არასრულწლოვან გოგოსთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, 40 წლამდე კაცის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარებას. შედეგად გოგო დაფეხმძიმდა, მან ბავშვი მიმდინარე წლის მაისში გააჩინა, მანამდე კი, როგორც თავად გოგო და მისი ოჯახი ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. 

შვილის გაუპატიურების ფაქტზე გორში 39 წლის მამაკაცი დააკავეს >>>

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რუსთავში 50 წლამდე მამაკაცი მოზარდი გოგონას გაუპატიურებას ცდილობდა

რამდენიმე დღის წინ ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, 16 წლის გოგონა ნათესავს, 40 წლის კაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამბავი იმ დროს გახმაურდა, როდესაც გოგონა გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ ის ორსულად იყო. მშობიარობის შემდეგ გოგო ნათესავებმა სავარაუდო მოძალადეს გაარიდეს და მშობლების სახლიდან თავისთან წაიყვანეს, ჩვილი კი საავადმყოფოში დატოვეს.

მომხდარის გახმაურების შემდეგ არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის ვაჟზე დანიშვნა შესთავაზეს იმ დათქმით, რომ როცა ბიჭი 16 წლის გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს. გოგონა ჰყვება, რომ ძალადობის შემთხვევა მისი კლასელის სახლში მოხდა, მოძალადე კი მისი კლასელის მამაა. კლასელმა სთხოვა, რადგან დედა სახლში არ იყო, მასთან დარჩენილიყო, ღამით კი მამამისი მასთან მივიდა, პირზე ხელი დაააფარა და გააუპატიურა. მერე დაემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა.

გაუპატიურებაში ბრალდებულს ექვსნახევარი წლით პატიმრობა შეეფარდა >>>

40 წლამდე კაცი დანაშაულს არ აღიარებს. მასმედიასთან საუბარში ის ამბობდა, რომ გოგოზე არ უძალადია, თუმცა თუ ექსპერტიზის დასკვნით ბავშვის მამა აღმოჩნდებოდა, მას აუცილებლად უპატრონებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0