მესტიაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

© RIA Novosti . courtesy of Vakho Naverianiმესტია
მესტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარიდან ამოტანილ მანქანაში ორი ახალგაზრდა დაღუპული ნახეს

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მესტიაში ბეჩოს ხიდიდან გადავარდნილი მანქანა მდინარიდან ამოიყვანეს, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ღამით 22 და 23 წლის ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი ბეჩოს ხეობიდან მულახის თემში ბრუნდებოდნენ. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0