მაშველებმა თბილისის ზღვაზე 17 წლის ტურისტი გადაარჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადარჩენილი ტურისტი სამედიცნო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მაშველებმა თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ტურისტი, 17 წლის ბიჭი ამოიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო
თბილისის ზღვაში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო

შემთხვევა პარასკევს საღამოს მოხდა.

მაშველმა კოშკურიდან ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნია, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და იხრჩობოდა. მან დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყონებლივ დასახმარებლად გაცურა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ფსკერზე იპოვნეს. ნაპირზე ამოყვანის შემდეგ მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მაშველებმა გაუწიეს, რის შემდეგაც მამაკაცი გონს მოვიდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გადარჩენილი ტურისტი სამედიცნო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ყველა ახალი ამბავი
0