რუსთავის მერს ტრაქტორი და ღვინო მოპარეს

გამოწერა
ირაკლი ტაბაღუას ოჯახმა სახლის გაქურდვის შესახებ სამი დღის წინ შეიტყო.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას სააგარაკე სახლი გაქურდეს და ხელის ტრაქტორი, ღვინო და სხვა საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების ნივთები მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუას ოჯახმა სახლის გაქურდვის შესახებ სამი დღის წინ შეიტყო. ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის მოხდა ქურდობის ფაქტი. რუსთავის მერი და მისი ოჯახი აგარაკზე ძირითადად მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0