თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე: „ევროპული საქართველოს" წევრის მეუღლეს თავს დაესხნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაშა ბრეგვაძეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" რუსთავის რაიონული ორგანიზაციის წევრის ნინო იმედაშვილის მეუღლეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა თბილისში გუშინ, 2 ივნისს მოხდა.

ნინო იმედაშვილის განცხადებით, მის მეუღლეს ლაშა ბრეგვაძეს სასტუმრო „რედისონის" საცურაო აუზზე რელიგიური და პოლიტიკური შინაარსის კამათის შემდეგ სამი მამაკაცი თავს დაესხა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თავდასხმა „ევროპული საქართველოს“ წევრზე: ბრალდებული დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი მამაკაცები ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, თუ როგორ იმყოფებოდნენ 1 ივნისს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ ბახტაძესთან ერთად ფოკაში, წმინდა ნინოს გზაზე. ბრეგვაძემ ამ თემაზე კრიტიკული აზრი გამოთქვა, რასაც აგრესია მოჰყვა. შემდეგ საუბარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურზე ასლან აბაშიძეზე გაგრძელდა, რაც საბოლოო ჯამში ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. ბრეგვაძეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჩვენება უკვე მისცა დაზარალებულმა, გამოიკითხნენ თავდამსხმელებიც. ბრეგვაძის განცხადებით, თავდამსხმელებმა მას ჭრილობა დანით მიაყენეს, შსს-ს ცნობით კი მას დაზიანებები, სავარაუდოდ, გასაღებით აქვს მიყენებული.

ლაშა ბრეგვაძეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0