დატბორილი გარაჟები და დაზიანებული ავტომობილები – თბილისის ცენტრში მილი გასკდა

© Sputnik / Alex Shlamovმეხანძრეები შემთხვევის ადგილზე
მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია GWP ზარალის ანაზღაურების პირობას დებს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ზურაბ ჟვანიას მოედანზე წყლის ცენტრალური მილსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც დაიტბორა სახლების პირველი სართულები, ავტოფარეხები, დაზიანდა ორი ავტომობილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ამჟამად წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ხმაური გვიან ღამით გაიგეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მილი გასკდა.

ვაკის რაიონი - Sputnik საქართველო
დატბორილი მანქანები, მაღაზიები, პირველი სართულები: ვაკეში წყლის მილი გასკდა

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ბრიგადები, წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP-სა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჟამად სპეციალისტები ზარალს ითვლიან.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის უწყლოდაა დარჩენილი. კომპანია GWP-ში აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება 24 საათის განმავლობაში აღდგება.

GWP დაზარალებულ მოსახლეობას მოუწოდებს, კომპანიას ზარალის შესახებ მიმართოს. კომპანია პირობას დებს, რომ მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.

ყველა ახალი ამბავი
0