მასმედია: რუსეთში ძებნილი ბანდიუკოვი საქართველოში პატიმრობაში იმყოფება

CC BY 2.0 / meesh / barring freedomციხის დერეფანი
ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მექრთამეობაში ბრალდებული მოქალაქე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ატეხილი სკანდალის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. სამხრეთ სახალინის ადმინისტრაციის სამომხმარებლო ბაზრის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ბანდიუკოვი, რომელზეც რუსეთში ძებნაა გამოცხადებული, საქართველოში პატიმრობაში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია Imedi რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

საქართველომ რუსეთს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი გადასცა >>

მასმედიის ინფორმაციით, ბანდიუკოვი 15 მაისს მას შემდეგ დააკავეს, რაც მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სკანდალი მოაწყო. რუსეთის მოქალაქემ ჩათვალა, რომ უწყება მისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს აჭიანურებს.

2017 წლის 7 ოქტომბერს ბანდიუკოვი სამხრეთ სახალინსკში 400 ათასი რუბლის ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს. ჩინოვნიკს შინა პატიმრობა მიუსაჯეს და მერიიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით აღკვეთის ღონისძიება შერბილდა და შეიცვალა გაუსვლელობის შესახებ ხელწერილით, მაგრამ ბანდიუკოვმა ქვეყანა მაინც დატოვა.

ტელეარხის ინფორმაციით, ბანდიუკოვი საქართველოში თავშესაფარს ვერ მიიღებს და მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0