14:49 25 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1838
  • 100 RUB4.4436
  • USD2.7945
ძლიერი ქარის შედეგები ბათუმში

ძლიერი ქარი ბათუმში - მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ავტომობილები

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (171)
120 0 0

როგორც სამაშველო სამსახურში განაცხადეს,  ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლებს გადახადა სახურავი.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა  წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლებს სახურავი გადახადა.

ასევე, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ამწე კრანისა და სხვა დამხმარე კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა, რის გამოც დაზიანდა მიმდებარედ მდგომი ავტომანქანები.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის მანქანა დაზიანდა, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ჯგუფები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან. მათი განცხადებით, სამსახურში რამდენიმე შეტყობინება შევიდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში ქარის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა 26 მეტრს წამში, რაც ძლიერი ქარის კატეგორიას განეკუთვნება.

თემები:
უამინდობა საქართველოში (171)

მთავარი თემები