სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში სამი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში 1991 წელს დაბადებული ა.ნ., წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლო პროცესებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი.

გამოძიება სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0