ფეხბურთის ფედერაცია გარიგებულ მატჩებთან ბრძოლას გაამკაცრებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშესასვლელი „დინამოს“ სტადიონზე
შესასვლელი „დინამოს“ სტადიონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სფფ-მ და სუს-მა გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის სპეციალური მემორანდუმი შეიმუშავეს

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გარიგებული მატჩების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფის დაკავებას ეხება.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარიგებული მატჩების მოწყობის ბრალდებით რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

საქმე „ჩაწყობილი" მატჩების შესახებ საპროცესო გარიგებით დასრულდა >>

„საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად აქამდეც მოხდა გამოვლენილი მოთამაშეებისა თუ სხვა პირების ჩამოშორება საფეხბურთო საქმიანობიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს)  - Sputnik საქართველო
სუს-მა ფეხბურთელები გარიგებული მატჩების ორგანიზებისთვის დააკავა

„სავარაუდოდ, კვლავ ჰქონდა ადგილი მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და იმიჯზე, არამედ მთელ საფეხბურთო ოჯახზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სფფ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სფფ-მ და სუს-მა შეიმუშავეს სპეციალური მემორანდუმი, რომლის მიხედვით ორგანიზაციები გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობენ.

სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93,5 ათასი ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0