ისევ დანების ტრიალი 51-ე სკოლაში: „ბოლო ზარზე“ მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

© Sputnik / Alexander Imedashvili51-ე საჯარო სკოლა
51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, დაპირისპირების დროს დაშავდნენ თუ არა მოზარდები.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. 51-ე საჯარო სკოლაში არასრულწლოვანებს შორის დაპირისპირება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

პატრული - Sputnik საქართველო
პარლამენტში ე.წ. ქუჩური გარჩევების შესახებ კანონპროექტი შევიდა

თვითმხილველთა თქმით, მოზარდები მეზობლებმა გააშველეს. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ხშირად ხდება.

„რა მოხდა და როგორც ხდება ამ დამპალ სკოლაში, ის მოხდა. დამამთავრებელი კლასია. იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა. სავსე იყო, ნემსის ყუნწი არ ვარდებოდა, იმისთანა ცემა-ტყეპა და უბედურება იყო... არ შეიძლება ყოველდღე ერთი და იგივე. პოლიცია სად იყო?! პოლიცია ახლა მოვიდა, რომ გამოვიძახეთ“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილველების თქმით, ჩხუბში მონაწილე ბიჭებს ეცვათ თეთრი პერანგები წარწერებით, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.

ამ ეტაპზე უცნობია, დაპირისპირების დროს დაშავდნენ თუ არა მოზარდები.

თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია - Sputnik საქართველო
დანები და კასტეტები - საქართველოს სკოლებში ათობით საშიში საგანი აღმოაჩინეს

წელიწად-ნახევრის წინ სწორედ N51 სკოლის 16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავდმყოფოში დაიღუპა. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0