05:34 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
მოსამართლის ჩაქუჩი

რა სასჯელი დაეკისრათ ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე დაკავებულ მონაწილეებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (464)
98 0 0

აქციის ექვსი მონაწილე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იყო დაკავებული

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 2 აპრილის აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ექვსი პირი სასამართლომ ნაწილობრივ სამართალდამრღვევებად ცნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქცია ლოზუნგით „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ" მიმდინარე წლის 2 აპრილს ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო გაიმართა. აქციაზე კახა ავალიშვილი, ცოტნე ცხვედიანი, ვახუშტი მენაბდე, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე და დავით სუბელიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაკავების შემდეგ კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ყველა მათგანს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ  ჯარიმა 1,5 ათასი ლარის ოდენობით დააკისრა. მოსამართლის განმარტებით, მათ უკანონოდ გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი. ასევე, იგი   არ დაეთანხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ექვსივე პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

მუშების დაღუპვის ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რომელიც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა ან სხვა მძიმე შედეგის შემთხვევაში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 აპრილს დააკავეს იმ კომპანიის დირექტორი, რომლის მუშებიც ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობის გასამაგრებელი სამუშაოების დროს დაიღუპნენ. კომპანიის დირექტორს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცოცხლად დამარხეს – დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი >>

საქართველოს პროფკავშირების მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში სამუშაო ობიექტებზე 39 ადამიანი დაიღუპა და 37 მძიმედ დაშავდა.

2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რათა სამუშაო ადგილზე ყოველი ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს. კანონი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებსაც აწესებს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (464)

მთავარი თემები