უბედური შემთხვევა თბილისში - კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს მუშაობის დროს დამზღვევი თოკი გაუწყდა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის, სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ნუცუბიძის ქუჩა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ნუცუბიძის ქუჩაზე: მშენებლობა დროებით შეჩერდა

შემთხვევა კოსტავას №75-ში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს მუშაობის დროს დაზღვევის თოკი გაუწყდა.

ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამშენებლო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0