კახეთის სოფლები წყლის გარეშე დარჩა - საბავშვო ბაღები ერთი კვირით დაიკეტა

© photo: Еelavi bunicipality / FBაღდგენითი სამუშაოები თელავში
აღდგენითი სამუშაოები თელავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავის რაიონის სამ სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თელავის რაიონის ლალისყურისა და ფშაველის სოფლების საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ერთი კვირით შეჩერდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღების დროებით დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება წყლის სათავე ნაგებობის დაზიანების გამო მიიღო. კოკისპირული წვიმების შედეგად მდინარე სტორმა აღნიშნული სოფლების სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, დრენაჟები და გაყვანილობის სისტემა დააზიანა

მდინარეში წყლის მაღალი დონის გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება სათავე ნაგებობის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

კახეთში სტიქიისგან დაზარალებულ გლეხებს კრედიტებს გადაუვადებენ>>>

წინასწარი მონაცემებით, უამინდობამ თელავის რაიონს 5 მლნ ლარის ოდენობით ზარალი მიაყენა

„ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება სამ სოფელს - ლეჩურს, ფშაველსა და ლალისყურს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ ლალისყურისა და ფშაველის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შევწყვიტოთ. მოსახლეობას სასმელ წყალს ავტოცისტერნების დახმარებით ვაწვდით", - განაცხადა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ტელეარხის ეთერში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი-კომპანიები სტიქიის ლიკვიდაციაზე, მდინარის კალაპოტის ფორმირებასა და ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მეექვსე კილომეტრზე ჩამოშლილი გზის ნაწილის აღდგენაზე უკვე რამდენიმე დღეა მუშაობენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზარალებულ ფერმერებს, რომელთაც წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა, ბანკები აგროკრედიტებს გადაუვადებენ.

გადაუდებელმა წვიმებმა, რომელიც კახეთში 10 მაისს დაიწყო, რეგიონს დიდი ზიანი მიაყენა. ლაგოდეხში ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ალაზანმა ვენახები და ერთწლიანი კულტურები დატბორა.

ყველა ახალი ამბავი
0