17:07 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
სამების ეკლესია გერგეტში

უამინდობამ გერგეტის ტაძრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა დააზიანა

© Photo: courtesy of Miho Neiman
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (69)
97 0 0

ყაზბეგის რაიონის გერგეტის სამებისკენ მიმავალი გზის შესაკეთებლად 2,9 მილიონი დოლარია გამოყოფილი

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. ყაზბეგის რაიონში, გერგეტის სამების ტაძრისკენ მიმავალი გზის შეკეთებას, რომელიც წვიმამ დააზიანა, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ საუბარია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე.

აშენდა გერგეტის სამებისკენ მიმავალი ახალი გზა >>

საუბარია 200-მეტრიან მონაკვეთზე. საავტომობილო გზის სიგრძე სტეფანწმინდიდან გერგეტის ტაძრამდე 5,6 კილომეტრია. სიწმინდე ზღვის დონიდან 2,2 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივადაა შესაძლებელი.

 „დეპარტამენტის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულად დაათვალიერეს ობიექტი და უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები დასახეს. ამ დროისთვის უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და პრევენციისთვის. პარალელურად დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, პრობლემის სრულად მოგვარებას დასჭირდება 1,5-2 თვე.

გზის სარემონტოდ გამოყოფილია 7,7 მილიონი ლარი.

გერგეტის ტაძრისკენ კაპიტალური გზა ცოტა ხნის წინ გაიყვანეს - სამუშაოები ნახევარი წლის წინ დასრულდა. მანამდე ხალხი ან ფეხით ადიოდა მთის ფერდობზე, ან მანქანით - შემოვლითი ვიწრო მოხრეშილი გზით.

გერგეტის სამება განსაკუთრებით პოპულარულია მომლოცველებს შორის და ტურისტების დიდი ინტერესითაც სარგებლობს.

ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და დღემდე ერთადერთი ჯვარულ-გუმბათოვანი ტაძარია ყაზბეგის რაიონში. ეკლესიის გარდა, კომპლექსში სამრეკლოც შედის.

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (69)

მთავარი თემები