08:07 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
საპატრულო პოლიცია

თელავში სპეციალური საჭიროების მქონე  ბავშვზე სავარაუდოდ ბებიამ იძალადა: შსს–მ საქმე აღძრა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (382)
190 0 0

მოზარდს სახეზე სილურჯეები აღენიშნებოდა, რის შესახებაც სკოლის დირექტორმა პოლიციას შეატყობინა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თელავში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მიმართ ოჯახური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე სილურჯეები სკოლაში პედაგოგმა შენიშნა. სკოლის დირექტორმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, ბავშვს სილურჯეები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობ ჩაუტარდა, რის შემდეგაც მოზარდი სახლში გაწერეს.

საკითხის მოგვარებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო სამსახური ჩაერთო და არასრულწლოვანზე დროებით ზრუნვა ბავშვის მამიდას დაეკისრა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ და საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც ბავშვი დედის დედასთან, ბებიასთან ცხოვრობდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბებიას მოზარდზე მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა.

„დღეს ორმა კაცმა მცემა“ : მარტოხელა დედის დაწერილ პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო >>

არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვს ფიზიკურად ბებია გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (382)

მთავარი თემები