ხარაგაულის რაიონში მეწყერი ჩამოწვა

© Kharagauli Municipality Hall / FB მეწყერის შემდეგ გაწმენდილი გზა ხარაგაულში
მეწყერის შემდეგ გაწმენდილი გზა ხარაგაულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა გადაკეტა, რის გამოც რამდენიმე ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გაწმენდითი სამუშაოები მეწყერის შემდეგ - Sputnik საქართველო
ბეთანიაში მეწყერი ჩამოწვა

შემთხვევა დღეს, სოფელ ბჟინევში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა გადაკეტა, რის გამოც რამდენიმე ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექი გახდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0