ნიგერიის მოქალაქეები საქართველოში გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოამართლის ჩაქუჩი
მოამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიგერიის მოქალაქეები დამნაშავედ ცნეს ინდოეთის მოქალაქის გაუპატიურებაში.

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებული ნიგერიის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში >>

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 3 მაისს ნიგერიის მოქალაქე ჯ.ე.-მ თბილისში ინდოეთის მოქალაქე ს.ს. მოტყუებით მიიყვანა მეგობრის – ასევე ნიგერიის მოქალაქის უ.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ორივე პირმა ძალადობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაზარალებული გააუპატიურეს.

პოლიციამ ნიგერიის მოქალაქეები მეორე დღეს თბილისში დააკავა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ჩადენილი დანაშაული 10-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0