გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

© photo: Border Police of Georgia / FBსამაშველო სამსახურის ვერტმფრენი
სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხა არაბულს ამჟამად  ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი.

მიხა არაბულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა. 76 წლის ხეობის ერთადერთ მოსახლეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა.

გორშეღმა ხევსურეთი, სოფელი ორბეულთა - Sputnik საქართველო
მიხა პაპა - მთის სოფლის მარტოხელა მოსახლე და სამეგობრო, რომელიც მას ეხმარება

შსს–ს ცნობით შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველთა 2 ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ჩაერთო.

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

დუშეთში ჩამოფრენისთანავე, ვერტმფრენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი დახვდა. მიხა არაბული დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხა არაბულს ამჟამად ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.

გორშეღმის ხეობა პირაქეთა ხევსურეთში, ბაცალიგოს თემში მდებარეობს. 1926 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ხეობაში 90 კომლს - ოთხასზე მეტ ადამიანს უცხოვრია.

© Courtesy of Dea Soseliaერეკლე უგრელიძე და მიხა არაბული
გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს - Sputnik საქართველო
ერეკლე უგრელიძე და მიხა არაბული

ახლა გორშეღმის ხეობის თხუთმეტი სოფლიდან რვა ნასოფლარად არის ქცეული: მისახში, მაჭეხში, ხიტალეში, ესაჩუში, ხეისში, ხორიელსა და უსტამალაეში აღარავინ ცხოვრობს. დარჩენილ შვიდ სოფელშიც ხალხი მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე ადის.

ყველა ახალი ამბავი
0