თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა: რა მოხდა გლდანში

© Sputnik / Alexander Imedashviliყაზტრანსგაზი
ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის აბაზანაში და სავენტილაციო არხში დააფიქსირა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გლდანში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გაზგამანაწილებელ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაზე დაყრდნობით.

კახა კალაძე: გაზი, წყალი და ელექტრომომარაგება კორპუსის ექსპლუატაციასთან კავშირში არ არის>>>

გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მე-12 კორპუსის მცხოვრებლებმა დღეს, დილით სადარბაზოში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნეს და „ყაზტრანსგაზ-თბილისს" შეატყობინეს.

ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის აბაზანაში და სავენტილაციო არხში დააფიქსირა.

აფეთქება გაზის გაჟონვის გამო დიღომში - Sputnik საქართველო
საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორებს დაამონტაჟებენ

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, გაზის დაგროვება დაფიქსირდა ასევე ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში, სადაც მრიცხველიდან გამომავალი გაზის ონკანი გახსნილი იყო და კორპუსში დიდი ოდენობით ბუნებრივი აირი გროვდებოდა. სწორედ აღნიშნული ბინიდან გაჟონა გაზმა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში.

კომპანიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების მიზნით სადარბაზოს დგარები გადაკეტეს და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

მეზობლების თქმით, ბუნებრივი აირის სუნი მათ ჯერ კიდევ გუშინ, საღამოს იგრძნეს, თუმცა დილამდე არავის დაურეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე.

„ყაზტრანსგაზი“: მარტში 2,9 ათასზე მეტი გაზის დანადგარი ჩაიხსნა>>>

ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული ბოლო თვეებში თბილისში მომხდარი ტრაგიკული ფაქტების შემდეგ გახდა.

გაზქურა - Sputnik საქართველო
2022 წლამდე ბუნებრივ აირს საქართველოს 217 დასახლებულ პუნქტში გაიყვანენ

იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა მარტო 2019 წლის მარტში საცხოვრებელ ბინებში 2,5 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0