მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრაგიკული ორშაბათი: ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

CC BY 2.0 / Ray Bouknight / Seismographსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ფილიპინებზე სამშაბათს 6,6 მაგნიტუდის მეორე მიწისძვრა მოხდა, იუწყება РИА Новости აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე (USGS) დაყრდნობით.

მიწისქვეშა ბიძგები UTC დროით 05:37 საათზე (თბილისის დროით 10:37) ქალაქ სებუდან სამხრეთ-დასავლეთით 226,1 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 86 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ორშაბათს აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ფილიპინებზე, მანილის დედაქალაქთან ახლოს 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ტელეკომპანია ABS-CBN-ის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად პამპანგას პროვინცია დაზარალდა, ყველა დაღუპული სწორედ ამ პროვინციაში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიური უბედურების რეჟიმის გამოცხადებას გეგმავს.

სააგენტოების ცნობით, ქალაქ ფორაქში სუპერმარკეტის ნანგრევების ქვეშ შეიძლება ათობით ადამიანი იყოს მოყოლილი, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0