მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაზე: დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

© REUTERS / DINUKA LIYANAWATTEთავდასხმა შრი-ლანკაზე
თავდასხმა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრი-ლანკაზე თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ინდოეთში საქართველოს კონსულის ირაკლი აბესაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

ტერორისტული შეტევა შრი-ლანკაზე: დაიღუპა 180 ადამიანი>>>

21 აპრილს შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოს და ქვეყნის სხვა ნაწილებში მდებარე კათოლიკურ ეკლესიებსა და სასტუმროებში აღდგომის დღესასწაულის დროს რვა აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. 500-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ტერორისტული შეტევა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
ზალკალიანი შრი-ლანკაზე დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

ირაკლი აბესაძის განცხადებით, საელჩოს წარმომადგენლები მონიტორინგს აგრძელებენ და აქვთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.

„დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს ოთხი მოქალაქე ტურისტული მიზნით იმყოფება დედაქალაქიდან მოშორებით, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან და დაგეგმილ ვადებში აპირებენ დაბრუნებას“, – განაცხადა კონსულმა.

აბესაძის ინფორმაციით, შრი-ლანკაზე ყველა საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

აფეთქებები შრი-ლანკაზე, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს, იუწყება გამოცემა Daily Mirror გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. შრი-ლანკაზე თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

ყველა ახალი ამბავი
0