თბილისში საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ბინის გაქურდვის ბრალდებით თბილისში 33 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0