საქართველო-სომხეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© photo: Ministry of Finance of Georgia / FBსაქართველო-სომხეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი
საქართველო-სომხეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულ პირზე  დეზერტირობის ბრალდებით ძებნა საქართველოში 2008 წლის ივლისიდან მიმდინარეობს

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველო-სომხეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დეზერტირობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სომხურ მედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დეზერტირობაში ბრალდებული 41 წლის მამაკაცი ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან პოლიციაშია გადაყვანილი.

სომხური სააგენტოს ცნობით, დაკავებულ პირზე დეზერტირობის ბრალდებით ძებნა საქართველოში 2008 წლის ივლისიდან მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0