ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა

© Sputnik / Seyran Baroyanხანძარი ბათუმში კომახიძის ქუჩაზე
ხანძარი ბათუმში კომახიძის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ბათუმში ორსართულიანი ბარაკის ტიპის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 400 კვ. მეტრი ფართი დაიწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტელევიზიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კომახიძის 1 ნომერში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი მეორე სართულზე 08:00 საათზე გაჩნდა. ერთ საათში მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.

© photo : Emergency Management Service / FB ხანძარი ბათუმში კომახიძის ქუჩაზე
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა - Sputnik საქართველო
ხანძარი ბათუმში კომახიძის ქუჩაზე

სახლში, რომელშიც 10-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დამწვარია მეორე სართული და პირველი სართულის ნაწილი. დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს, მოგვიანებით მათ ქირით გაიყვანენ. ადგილზე ქალაქის მერი იმყოფებოდა. მისი თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია.

© photo : Batumi City Hall / FB ხანძარი ბათუმში კომახიძის ქუჩაზე
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა - Sputnik საქართველო
ხანძარი ბათუმში კომახიძის ქუჩაზე

შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0