ნარკოდანაშაული თბილისში - ამოღებულია 31 შეკვრა „სირეცი“

გამოწერა
ერთ-ერთი ბრალდებული აზერბაიჯანის მოქალაქეა

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია გორში: მამაკაცი ნარკოტიკების გასაღებისას დააკავეს

დაკავებულები არიან 35 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე და 28 წლის საქართველოს მოქალაქე.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0