„თავს ვერ ვპატიობ“ – ცნობილმა ავტომრბოლელმა ავარიაში ვაჟი დაკარგა

© photo: Mariusz Szymczak - Simeck Photo / FB საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე
 საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი წუხს, რომ დროულად არ ატეხა განგაში თინეიჯერების მიერ ავტომობილით გართობის საშიშროებაზე.

სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძისა და ყოფილი ჟურნალისტის სალომე გველესიანის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მათი 16 წლის შვილი თბილისთან ახლოს ავტოავარიას ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა თბილისში ორშაბათს მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი თბილისში, ლისის ტბის მიდამოებში ხეს შეეჯახა. მანქანაში ოთხი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მათგან ერთი – მევლუდ მელაძის ვაჟი ნიკუშა, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, დაიღუპა. სამი ახალგაზრდა საავადმყოფოში იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მძიმე დღეების შემდეგ, გასულ საღამოს მევლუდ მელაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საკუთარ ტკივილზე საუბრობს:

„ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი, უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის“, – წერს ავტომრბოლელი სოციალურ ქსელში.

მომხდარით გაოგნებული და შეშფოთებული იყვნენ ოჯახის ახლობლები. მათ ამ დიდ ტრაგედიაზე საუბარიც კი უჭირდათ.

– „ღმერთო, რამხელა ტკივილია. ყველა მშობელი დაიფარე ამ ტკივილისგან. ვიზიარებ მთელი გულით“...

– „ღმერთმა ძალა მოგცეთ ამ ტკივილით ცხოვრებისა, ნიკუშას კი მარადიული სასუფეველი... მოზიარე ვარ თქვენი ოჯახის ტრაგედიის“...

– „ეს ის დროა, როცა სიტყვა კარგავს ფასს და მხოლოდ მწარე გრძნობა რჩება, რომელსაც ჩვენი ცხოვრება არ ჰყოფნის, არ ჰყოფნის დრო, რომ მოაშუშოს და ცხოვრების ბოლომდე უკიდეგანო ტკივილად დაგვყვება. აქ დროც უძლურია. მარტო არ ხარ, არც შენ და არც ნიკუშა“, – წერენ მევლუდის და სალომეს მეგობრები სოციალურ ქსელში.

ოჯახის ტრაგედიას ჟურნალისტი ეკა ხოფერიაც გამოეხმაურა.

– „ვერც ვდებ ამ საშინელ ამბავს აქ, ვერც ვერაფერს ვწერ სალომეს და მევლუდის ტრაგედიაზე. ღმერთო, მიეცი ძალა, არ მოკვდნენ ამ დიდი განსაცდელისგან... საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა".

ტრაგიკულად გარდაცვლილი ნიკა ჯორჯაძე მევლუდ მელაძის მეუღლის სალომე გველესიანის ვაჟია პირველი ქორწინებიდან, რომელიც ავტომრბოლელმა გაზარდა.

© Sputnik / Konstantin Ivanovავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში
„თავს ვერ ვპატიობ“ – ცნობილმა ავტომრბოლელმა ავარიაში ვაჟი დაკარგა - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0