21:32 19 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0323
  • 100 RUB4.2087
  • USD2.6939
„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობა

თბილისის მერი მშენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (116)
103 0 0

გუშინ საღამოს თბილისის ცენტრში სამი მშენებელი 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ფიქრობს, რომ მშენებლებმა სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობა უნდა გააცნობიერონ.

ამის შესახებ ბითაძემ სამშაბათს, საღამოს, თბილისის ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „ავტოგრაფის“ (Autograph Collection) მშენებლობაზე 10 მეტრის სიმაღლიდან სამი მუშა ჩამოვარდა და დაშავდა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კომპანიებს, მათ შორის, დასაქმებულებს, რომლებიც თავად ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მუშაობისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები. თავად დასაქმებულებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ დამცავი მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გარეშე სამუშაოდ არ უნდა გავიდნენ“, - განაცხადა ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინციდენტის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა სამშენებლო სამუშაოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

დეპარტამენტის წარმომადგენლები ობიექტზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

„კვლევის დროს აღმოჩენილი გარკვეული დარღვევების გამო ჩვენ სამუშაოს შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ მანამ, სანამ ისინი საბოლოოდ არ იქნება აღმოფხვრილი. როდესაც პროცედურები დასრულდება, გავიგებთ, რეალურად რა მოხდა“, - განუცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს.

იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანიის ბრალეულობა დადგინდება, მას 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები შენობის ფასადზე მუშაობდნენ და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ. პოლიციამ უკვე გამოკითხა დაშავებულები საავადმყოფოში, სადაც ისინი ამ დრომდე იმყოფებიან.

ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აუცილებელია ექიმების მეთვალყურეობა.

სასტუმრო Autograph Collection-ის 100 მილიონ დოლარად შეფასებული მშენებლობა მიმდინარეობს პროექტ „პანორამა თბილისის“ ფარგლებში, რომელიც საბაგიროთი დაკავშირებული ოთხი კომპლექსის აგებას ითვალისწინებს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (116)

მთავარი თემები