პოლიციამ ბათუმის საკრებულოში მომხდარი ჩხუბის მონაწილე დეპუტატები გამოკითხა

© Sputnik / STRINGERპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ოპოზიციონერი დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩხუბის წამოწყებაში ერთმანეთის დადანაშაულებას განაგრძობენ

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბათუმის საკრებულოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მათ შორის მომხდარი ჩხუბის დეტალები პოლიციას გააცნეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ტერენტი გრანელი – პროზაიკოსი თუ პოეტი: რატომ იჩხუბეს საკრებულოს დეპუტატებმა >>

პარასკევს ბათუმის საკრებულოში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ერთ დღეში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ შეეხნენ. პირველ ჯერზე ჩხუბის მიზეზი გახდა უთანხმოება მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების საკითხთან დაკავშირებით, მეორედ კი დეპუტატები ერთმანეთს იმის გამო გადაეკიდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ ტერენტი გრანელი, რომლის ბიუსტის დადგმაც იგეგმება, მწერალია.

დავით მათიკაშვილი - Sputnik საქართველო
პასუხისმგებლობა ყველაზეა – დეპუტატი დაგეგმილ არჩევნებზე

ბათუმის საკრებულოში მომხდარი ჩხუბების შემდეგ შსს-ს „ძალადობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„მოხდა ძალიან ცუდი, საკრებულოსთვის შეუფერებელი ფაქტი. ჩვენ, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციას ავყევით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზურაბ ნაკაიძემ.

ხოლო „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ ჩხუბი ორივე შემთხვევაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა წამოიწყეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სხდომები დებატებისთვის არსებობს და იქ მწვავე კითხვები ისმის. თუ მათ ასეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად ნერვები და ინტელექტი არ ჰყოფნით, ისინი ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან“, - განაცხადა ქამადაძემ.

საქმის გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0