რომელ „კანონიერ ქურდთან" მიდის წილები ზესტაფონიდან

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 36 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი და „ქურდული სამყაროს" აქტიური წევრი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოვიდა, მაგრამ ისევ ჩასვეს: ტარიელ ონიანი კვლავ დააკავეს

უწყების ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. იგი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ზესტაფონში ბრალდებული ერთ-ერთ მეწარმეს ბიზნეს-საქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის" გზით, ე.წ. „კანონიერი ქურდების" სასარგებლოდ.

დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას პოლიციამ „ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შვიდი ვაზნა ამოიღო.

გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობის" და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 223-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0