ცეცხლმოკიდებული ბენზინმზიდი ავტომაგისტრალზე გორთან ჩააქრეს – ბოლო ინფორმაცია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბენზინმზიდს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს, თურქული ნომრები აქვს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მეხანძრეებმა ჩააქრეს ბენზინმზიდი, რომელსაც ცეცხლი გორთან ახლოს ავტობანზე გაუჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

შემთხვევის ადგილზე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლია.

გორთან ავტობანზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა>>

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა, რადგან ბენზინმზიდს თურქული ნომრები აქვს.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლს ორი საათის განმავლობაში, ბოლო ინფორმაციით, ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძოდა.

ავტომაგისტრალი ამ დროისთვის გახსნილია.

ყველა ახალი ამბავი
0