გორთან ავტობანზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა
გორთან ბენზინმზიდი იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. გორთან, ავტობანზე ერთი ადამიანი საწვავის გადამზიდავი ავტომობილის ხანძრის შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ბენზინმზიდის მძღოლია.

ბენზინმზიდის ჩაქრობა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ცეცხლი ლოკალიზებულია.

გადაკეტილია ცენტრალური მაგისტრალი, ამის გამო ავტომობილები შემოვლითი გზით სარგებლობენ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

ყველა ახალი ამბავი
0