09:19 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
დაკავება

წყნეთში მამის მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (140)
11001

მამა–შვილს შორის რაიმე სახის კონფლიქტს მეზობლები გამორიცხავენ.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წყნეთში მამის მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა 65 წლის მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაშავებული შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ამის მიუხედავად ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მკვლელობა საერთოდ არ მომხდარა. მათი სიტყვებით, ასაკოვან მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. იგი, სავარაუდოდ, წაიქცა და ამის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამა–შვილს შორის რაიმე სახის კონფლიქტს მეზობლებიც გამორიცხავენ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (140)

მთავარი თემები