05:27 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
სასწრაფო დახმარება

კახეთში ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, წყალი გახდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (629)
13501

ექსპერტიზის შედეგებით, კვების პროდუქტები საბავშვო ბაღში მოწამვლის მიზეზი არ ყოფილა

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მასობრივი მოწამვლის მიზეზი შეიძლება წყალი გამხდარიყო, იუწყება პირველი არხი.

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 2 აპრილს ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდნენ. თავდაპირველად კლინიკაში მკურნალობდა 10 ბავშვი, დღის ბოლოსთვის მათი რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, თინიკო ხანჯალიშვილის თქმით, ლაბორატორიულმა კვლევამ კვების პროდუქტებით მოწამვლა გამორიცხა. ნიმუშები ყველა პროდუქტზე აიღეს.

„ზოგადად, ბაღები ხარისხიანი პროდუქტით მარაგდება და საკვებიდან მოწამვლას გამოვრიცხავდით. ახლა ეს კვლევებითაც დადასტურდა. გამოსაკვლევი დარჩა მხოლოდ წყალი. ვფიქრობ, ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია“, – აცხადებს ხანჯალიაშვილი.

ნიმუშები ბუშეტის საბავშვო ბაღიდან საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აიღეს.

მასობრივი მოწამვლა კახეთის საბავშვო ბაღში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან >>

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამჟამად ბუშეტის საბავშვო ბაღი დაკეტილია. ის არ გაიხსნება მანამდე, სანამ ბავშვების მოწამვლის ზუსტი მიზეზი არ გაირკვევა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (629)

მთავარი თემები