გამოვიდა, მაგრამ ისევ ჩასვეს: ტარიელ ონიანი კვლავ დააკავეს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშისაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიმინალური ავტორიტეტი თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იგი კვლავ დააკავეს

თბილისი, 9 აპრილი  - Sputnik.  კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ მულუხოვი (ონიანი), რომელმაც საპყრობილე სამშაბათს დატოვა, კოლონიის კარებთან დააკავეს, იუწყება РИА Новости სოლ–ილეცკის სასამართლოს თავმჯდომარე ლიზინა შევჩიკზე დაყრდნობით.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მულუხოვი რუსეთის ფედერაციას დატოვებდა, რადგანაც მას არ აქვს რუსეთის მოქალაქეობა.

ონიანს, რომელსაც მასმედია პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებს, 2010 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა შეუფარდა, მოგვიანებით სასჯელის ზომა ორი თვით შეუმცირდა. სამშაბათს კრიმინალური ავტორიტეტი გაათავისუფლეს. 

ციხე - Sputnik საქართველო
„კანონიერმა ქურდმა" ტარიელ ონიანმა კოლონია დატოვა

„იგი კოლონიის გასასვლელთან დააკავეს: რაიონის პროკურორის შუამდგომლობით სასამართლომ იგი 40 დღით დააკავა და ნომერ მესამე საგამოძიებო იზოლატორში 19 მაისამდე დარჩება“, – განაცხადა შევჩიკმა.

მისი სიტყვებით, მულუხოვი იმ მიზეზით დააკავეს, რომ მასზე ესპანურ მხარეს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული, პატიმრობის ვადის დასრულების შემდეგ იგი გაძევებული იქნება რუსეთიდან.

 ესპანეთმა ონიანზე საერთაშორისო ძებნა  2006 წელს გამოაცხადა. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაცია. 2005 წელს ოპერაცია Avispa–ს ფარგლებში დანაშაულებრივი სამყაროს წევრების უმრავლესობა დააკავეს, რომელთა შორის იყვნენ ესპანეთის, რუსეთის, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები. ოპერაციის შედეგად ესპანეთის ტერიტორიაზე 28 ადამიანი დააკავეს, 800–ზე მეტი საბანკო ანგარიში დაიბლოკა. მაშინ ონიანმა ესპანეთის მართლმსაჯულებას თავი დააღწია.

ყველა ახალი ამბავი
0