მაშველები მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

გამოწერა
მყვინთავებმა მდინარეში მამაკაცის ძებნა „112“-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ დაიწყეს.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავები თბილისში ეძებენ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც გუშინ, საღამოს მტკვარში გადახტა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, რაც თვითმხილველმა „112“-ში დარეკა. საძიებო სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. დღეს დილიდან მყვინთავებმა მუშაობა განაახლეს.

საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრა. გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება თავისუფლების სამ წლამდე ვადით შეზღუდვით, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0