მინისტრის აგარაკის გაქურდვის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
კრიმინალი საქართველოში: ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას სახლი გაქურდეს

უწყების ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0